გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1756672202
წარმოშობით ლანჩხუთელი ექიმი-დერმატოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ექიმი მშობიარობას გადაჰყვა.
როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ნინოს ორი შვილი დარჩა. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ნინომ გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ მომავალ შვილს მოუთმენლად ელოდებოდა.
„ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა . გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში.“ - დაწერა ახალგაზრდა ქალმა 2 დღის წინ.
ნინოს შესახებ ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.
„ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე ხარ ჩვენი. ყველა გელოდა სასიხარულო ამბით, შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმნლად ველოდით. დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი, ჩვენი სითბოს და სიყვარულის მანათობელი იყავი ნინიკო. ყველასთან უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს ასხივებდი. ნეტავ მწარე ტყუილი ყოფილიყო. მუდამ ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში, ჩვენო თვალებციმცია გოგო” – წერს სოციალურ ქსელში ანუკი კალაძე.
“არა! აღარ შემიძლია!… ჩემი გიორგის ჯგუფელი ნინო ფირცხალაიშვილი, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი დერმატოლოგ-ვენეროლოგი აღარაა. სტუდენტობისას ყველა ჯგუფელზე დედასავით ზრუნავდა. დღესასწაულების დროს განსაკუთრებული ზრუნვა ჩემს „სულელ“ შვილს, რომელიც ძმასავით უყვარდა, ჭირდებოდა (ვერ იტანდა სასმელს): “მაო, მეტი არ დალიო”, “მაოს ცივი საფენები შუბლზე”… ნინიკომ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა სიყვარულით სავსე. გამთენიას მშობიარობას გადაჰყვა; პატარა გოგონა დატოვა… მეორედ გახლეჩილი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ჯგუფელებს, რომლებმაც ჯერ გიორგის წასვლაც კი ვერ მოინელეს და ახლა ეს საშინელი უბედურება დაატყდათ თავს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველა მის ახლობელს და ვუსამძიმრებ საკუთარ თავს. ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვდებ ჩემო მეგობრებო, რომ ულამაზესი ნინიკოს ულამაზეს სულს ნათელი თქვენ უსურვოთ, ხოლო მის შვილს ყველაფერი საუკეთესო, სასახელო ქალბატონი გაზრდილიყოს!“ – წერს ნინო გელდიაშვილი.