ძლიერი სეტყვა რაჭაში - რა კადრები ვრცელდება ამ წუთებში ადგილიდან
1756890083
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 3 კილოგრამამდე მეთადონი, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა. ა. და წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1981 წელს დაბადებული ბ.მ“ - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ მათ 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.