„ეს შენთვის იყო ბებო...“ - თორნიკე შენგელიამ საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვება გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა

თორნიკე შენგელი

გუშინ 26 ნოემბერს საქართველოს და საბერძნეთის ეროვნულ კალათბურთელთა ნაკრებებს შორის ისტორიული მატჩი გაიმართა. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გაიგო, რომ მას ბებია გარდაეცვალა.

საქართველომ საბერძნეთს სძლია და ეს გამარჯვება თორნიკე შენგელიამ ბებიას მიუძღვნა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„დიდება უფლის ძალას! ეს შენთვის იყო ბებო“, - დაწერა თორნიკე შენგელიამ.

ცნობისთვის, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 26 ნოემბერს, გასვლაზე საბერძნეთი 88-92 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა!

✕