„სამარცხვინო ხარ! თუ ოდესმე გიცდია შენი შვილის დედა ფინანსურად „გაგეჭირვებინა…“ - ალექსანდრა პაიჭაძე
1795808228
თამო ვაშალომიძის უმცროსი შვილი იუბილარია – ის 6 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით თამო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.
თამო ყოფილ პარტნიორთან, აკასთან, ურთიერთობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მათი შერიგება გამორიცხულია, თუმცა შვილის დაბადების დღეებს კვლავ ერთად აღნიშნავენ.
„ჩემი სიყვარული 6 წლის გახდა. უტკბილესი და უსაყვარლესი მყავს, მინდა ბედნიერი იყოს.
ბარემ აქვე დავწერ, დამიკომენტარებთ ან მკითხავთ, შენ და აკა შერიგდითო, ვიდეო რომ დავდე - არა, ჩვენ არასოდეს ვიქნებით ერთად, მაგრამ ბავშვებს დაბადების დღეს ერთად მივულოცავთ.
ამას იმიტომ გიხსნით, რომ ჟურნალისტებმაც მცდარი ინფორმაცია არ დაწერონ.
მადლობა წინასწარ მოლოცვისთვის“ - წერს თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში