თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

პოლიციის ლენტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში შვილმა მამა მოკლა.

ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

✕