„მკითხავთ ან დამიკომენტარებთ შენ და აკა შერიგდითო?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე
1795816218
ვოლოგდაში ხუთი წლის გოგონა, რომელიც 12-შვილიან ოჯახში იზრდებოდა, გამოფიტვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ 26 ნოემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ვოლოგდის ოლქში განაცხადა.
გამოძიებამ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა: ერთი ბავშვის გარდაცვალების, მეორე კი იმ თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ფაქტზე, რომლებსაც ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის პრევენცია ევალებოდათ. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ — RBC Life-ის მასალაში.
გამოძიების ვერსიით, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელშიც 12 ბავშვი იზრდებოდა, მათ შორის 11 არასრულწლოვანი, სოციალური პრევენციის აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ოჯახი არასათანადო საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდა.
უწყების ცნობით, მშობლები ბავშვებს სათანადოდ არ უვლიდნენ, ხოლო არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელმა ორგანოებმა დროულად არ მიიღეს საჭირო ზომები.
შედეგად, ხუთი წლის გოგონა გამოფიტულ მდგომარეობაში გარდაიცვალა, მისი შვიდი წლის ძმა კი იმავე მდგომარეობით რეანიმაციაში მოხვდა. ექიმებმა ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზება შეძლეს.
26 ნოემბრის ცნობილი გახდა, რომ მშობლები დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტმა გარდაცვლილი გოგონას მშობლების დაკითხვის ვიდეოც გამოაქვეყნა. ჩანაწერში ბავშვის დედა აღიარებს, რომ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, ქალიშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
„სასწრაფო უნდა გამომეძახებინა, მე კი ვფიქრობდი, ფაფას მოვხარშავდი და გამოვკვებავდი“, — თქვა მან.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს მომხდარში დამნაშავედ, ქალმა უპასუხა: „საზიზღარი დედა ვარ“.