ხანძარი ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1783447435
კრიშტიანუ რონალდომ დაადასტურა, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა. პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატიდან თავისი გუნდის გავარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ოდნავ იღბალი არ გვეყო. მათ ჩვენს კარში გოლი ბოლო წუთებზე გაიტანეს. ასეთია ფეხბურთი. საერთო ჯამში, ეს ძალიან დაძაბული მატჩი იყო.
ეს ნორმალურია, იყო ნაღვლიანი, როცა მსოფლიო ჩემპიონატს ასე ტოვებ. სუფთა სინდისით მივდივარ. ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 3 ტიტული მოვიგე, კრიშტიანუ რონალდუმდე პორტუგალიას არცერთი ჯილდო არ ჰქონდა მოპოვებული. კმაყოფილი ვარ. ყველაზე დიდი ტიტული, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვა, ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატს. ვიმეორებ, სუფთა სინდისით მივდივარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. ხვალ ახალი დღე იქნება და ცხოვრება გრძელდება.
სიმართლეა, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება დანარჩენს, ახლა უნდა დავფიქრდე ყველაფერზე ოჯახთან ერთად და არ მივიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ფეხბურთელმა.