„უკანასკნელი ტანგო“ არ შედგა - არგენტინამ ეგვიპტე დაამარცხა

არგენტინა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადაინაცვლა.

ანგარიში ეგვიპტემ გახსნა - მე-15 წუთზე ეგვიპტელები იასერ იბრაჰიმის ზუსტი თავური დარტყმით დაწინაურდნენ.

არგენტინელებს გათანაბრების შანსი მე-20 წუთზე ჰქონდათ, თუმცა მესიმ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.

მატჩის მორიგი გოლიც ეგვიპტელებმა მიითვალეს - 66-ე წუთზე ზიკომ ეგვიპტის ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა და მსოფლიო ჩემპიონები ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

მიუხედავად ამისა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს: 79-ე წუთზე კრისტიან რომერომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 83-ე წუთზე ლიონელ მესიმ თავისი შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 90+2 წუთზე, ენცო ფერნანდესმა მესამე გოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში - 3:2 დაფიქსირდა.