ბაკურიანში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან ერთად, დაბა ბაკურიანში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამართული რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ბორჯომელმა სპორტსმენმა კოსტია პაშენკომ დაიკავა. ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ბესო ბესტავაშვილისა და აკაკი ბალხანიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 27-28 ოქტომბერს ჩატარდა. შეჯიბრება 15 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც 20 გუნდი და 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

რესპუბლიკურ ტურნირს ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები — გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

✕