კარგი სიახლე მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს - ნახეთ, რა იცვლება
1793218334
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ცდილობს გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი და მიანიშნებს, რომ „პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა“ არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი და მტკიცებულება.
გორდულაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძე კვლავ ცდილობს ამ დანაშაულის გამართლებას. გორდულაძემ მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია „ლელოს“ ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი:
„პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს, როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ლელოს“ წარმომადგენელმა ელისაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
„ტყუილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თითქოს დაირღვა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სინამდვილეში ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა შემდეგი:
„ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე“. დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაშიც ჩაწერეს.
დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: „ლელომ“ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართველი საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“, - განაცხადა გორდულაძემ.