„ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო...“ – ჯაბა კანკავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „დინამო თბილისი“ დატოვა და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„დინამოს“, მის გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მინდა, მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის არ იყო ადვილი, თუმცა იყო დროული. „დინამო“ ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი, სადაც გადავდგი ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ“, – წერს ჯაბა კანკავა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თავად მოითხოვა კონტრაქტის გაწყვეტა და „დინამომ“ გაითვალისწინა – კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.

„ჯაბა კანკავა „დინამოს“ დაემშვიდობა. ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის თხოვნა და კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა. დედაქალაქური გუნდი მადლობას უხდის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდას ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში, კაპიტანო“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ჯაბა კანკავას კარიერა „დინამოში“ 2003 წელს დაიწყო. გუნდში 2025-ში დაბრუნდა, 2004 წელს კი უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

✕