„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ დანებდეთ და უფლის მხარდაჭერა მოიპოვოთ. უფლის დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ და სიტყვები გულიდან
წარმოთქვათ.
„მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა. უფალო, იესუ ქრისტე, ძეო
მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა
ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.“
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა:
„უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე დაგანმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა დამიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.“