ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს

კომუნალურების სუბსიდია

კომუნალური გადასახადების თემა ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. 

„იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულაც 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულება 3,5 თეთრით ნაკლები იქნება.

200 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, სუბსიდირება გათვალისწინებული აღარ არის. ხოლო, წყალზე წლიურად მათთვის 100-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული. ბუნებრივი აირის გადასახადს სუბსიდირება არ ეხება“,- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სიები ავტომატურადაა გადაცემული კომპანიებთან და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დამატებით განცხადების დაწერა აღარ სჭირდებათ.

გარდა ამისა, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით.
თანხის განაწილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე: