gadamzadeba

ეს უფასო პროგრამა თქვენთვისაა - ნახეთ, ვის დაუფინანსდება პროფესიული გადამზადება

დევნილთა სააგენტოში დაფინანსების გზით პროფესიული გადამზადების პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც მოსახლეობის საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმების პერსპექტივის მიზნით, დევნილი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. 

სწავლა დაუფინანსდებათ მათ, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ირიცხება. 

პროგრამის კონკრეტული მიზანია, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. 

პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, სააგენტო საცხოვრებელი ადგილიდან საგანმანათლებლო დაწესებულებამდე და პირიქით, გადაადგილების ხარჯს აუნაზღაურებს.

კერძო სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსი) გადაადგილება ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. 

სააგენტო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს იმ განმცხადებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პრიორიტეტის მინიჭება განხორციელება შემდეგი წესის გათვალისწინებით:

I პრიორიტეტული ჯგუფი - განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო
ქულა 30 001-ზე ნაკლებია

II პრიორიტეტული ჯგუფი - განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო
ქულა 30 001-57 0001-ზე ნაკლებია

III პრიორიტეტული ჯგუფი - განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო
ქულა 57 001- 60 001-ზე ნაკლებია

IV პრიორიტეტული ჯგუფი - განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო
ქულა 60 001 – 65 001-ზე ნაკლებია

V პრიორიტეტული ჯგუფი - განმცხადებელი, რომელიც არ ირიცხება
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

პროგრამისთვის დადგენილი ბიუჯეტია 100 000 ლარი.

დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.