„შეგიძლიათ მომილოცოთ, ფინალში ვარ საქართველო“ – ავთო აბესლამიძე ყახაზური მუსიკალური კონკურსის ფინალში გავიდა

ავთო აბესლამიძე

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ავთანდილ აბესლამიძე საქართველოს სახელით ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს.

პროექტში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს.

კონკურსი 10 ტურისგან შედგება, კონკურსანტის ტურიდან ტურში გადასვლის გადაწყვეტილებას კი ჟიური იღებს. ბათუმელი შემსრულებელი უმაღლესი შეფასებებით უკვე ფინალშია, ის გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს!

„შეგიძლიათ მომილოცოთ, ფინალში ვარ საქართველო“ - წერს ავთო სოციალურ ქსელში.