არც მტერს დაუჩოქა და არც ქვეყანას უღალატა… – გმირი მღვდელ-მონაზონი ანდრია

beri andria

 1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კამანში სიცოცხლეს გამოასალმეს 27 წლის ბერი ანდრია ყურაშვილი.

მან არც ხალხი დატოვა და არც ეკლესია. არც მტრის წინ დაუჩოქია და არც ქვეყნის ღალატი უფიქრია. მამა ანდრია არ ყოფილა მხოლოდ სასულიერო პირი, რომელიც ტაძარში მხოლოდ წირვა-ლოცვას აღავლენდა, ის ნამდვილი თავდადებული ქართველი, ერისკაცი და ბერი იყო…

მამა ანდრიას აღსასრულმა მისი დებისა და ძმების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ-ერთი ძმა თეთრი მღვდელი გახდა, მეორე – ბერი, ორი და კი, მონაზონი.

ომის ქარცეცხლში დაბადებული ლეგენდა.

1993 წლის ივლისში, ბერი ანდრიას მამა რადიოს უსმენდა. მაუწყებლობა რუსეთ-საქართველოს საზარელი ომის შედეგებს ამცნობდა მსმენელს, სწორედ იმ საზარელ საღამოს გაიგო, რომ შვილი დაეხვრიტათ.

დედა თავზარდამცემი ამბის გაგებისთანავე, გაითიშა და სამი დღე-ღამე კომაში იყო, იქამდე – სანამ ბერი ანდრია, მიწას არ მიაბარეს…

აფხაზეთში, სოფელ კომანში სასულიერო პირზე ომის ქარცეცხლში ლეგენდა დაიბადა. თავისი მაგალითით შეშინებულ და დაბნეულ ხალხს ბრძოლის ჟინი გაუღვივა და საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა, ბერის სისხლიანი კაბა და უსულო სხეული ქართულ მიწაზე დაეცა, მუხთლად, უკნიდან დამიზნებული მტრის ბანაკიდან ნასროლი ტყვიით.

მამა ანდრიამ მანამდე მოასწრო და კომანელები აზიარა, საქართველოს ერთიანობისთვის ალოცა და ღიმილით აღესრულა.

დახვრეტამდე, ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ბერმა გადამწვარი კომანის უსახლკარო მოსახლეობა თავის შესამოსელით შემოსა და თავისივე ხელით გამომცხვარი პურით დააპურა.

მიზანში ამოღებულ მამა ანდრიას რუსულად ჰკითხეს მომხდურებმა, ეს საქართველოს მიწაა თუ აფხაზეთისო?! აუღელვებლად უპასუხა, ეს ღმერთის მიწააო. ამ უკანასკნელი წინადადებით გადაინაცვლა ზეციურ სასუფეველში…

სამშობლოს სიყვარულისთვის კეფაში ნასროლი ტყვია.

ეკლესიაში, როცა რუსული და აფხაზური საუბარი შემოესმათ, მამა ანდრია ყველაზე მშვიდად იყო და ლოცულობდაო, ის გაიყვანეს და დახვრიტეს, არაფრით არ აღიარა აფხაზეთის მიწა საქართველოს გარეშე… კეფაში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა ბერი.

ცისფერ ხავერდში გაახვიეს გვამი და მესამე დღეს დაკრძალეს. სამი დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა უსულო გვამიდან… მამა ანდრია კომანის მონასტრის ეზოში დაკრძალეს…