PHOTO: როგორ გამოიყურება ორნელა მუტი 67 წლის ასაკში - საქართველოზე შეყვარებული იტალიელი მსახიობის გარდასახვა

ornela mutti

კინოსა და შოუბიზნესის სამყაროში უამრავი ლამაზი ადამიანი ტრიალებს, თუმცა მათ შორისაც არიან გამორჩეულები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან მაყურებელთა მეხსიერებაში.  მათ შორისაა იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი, რომელიც თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს და 67 წლისაც კი იდეალურად გამოიყურება. მუტი თვლის, რომ სილამაზე დედისა და ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო. აქვს გრძელი, ბუნებრივი თმა, ხშირი წამწამები და მოცულობითი ტუჩი. საინტერესოა ისიც, რომ ორნელა არასდროს იყენებდა ბევრ მაკიაჟს და ბუნებრივ ჩრდილებს ანიჭებდა უპირატესობას.

ამ ეგზოტიკური და გამორჩეული გარეგნობის გოგონამ სწრაფად დაიპყრო მსოფლიო ეკრანები და საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მაცდუნებელი სილამაზით დაჯილდოებული მსახიობი პირველი იტალიელი გახდა, ვინც დიდ ეკრანზე გაიხადა და არაერთი ჟურნალი დაამშვენა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მუტის ფართო აღიარება სიშიშვლის გამო არ მიუღია. ადრიანო ჩელენტანოსთან მუშაობამ, რომელთანაც მოგვიანებით რომანი ჰქონდა, ფილმებში ,,ჭირვეულის მორჯულება“, ,,უზომოდ შეყვარებული“, შემდეგ კი მარკ ფერერის ფილმებმა გოგონა მთელ მსოფლიოს გააცნო და მალევე დაიპყრო მაყურებელთა გული.

ბოლო პერიოდში ორნელა ფილმებში იშვიათად თამაშობს.
შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ მისი ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და პრესაშიც დიდხანს განიხილება. მისი ჩაცმულობა და ფიზიკურობა ყოველთვის განხილვის საგანია. 
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახიობის კომპანიონი პლასტიკური ქირურგი სტეფანო პიკოლო იყო. თავად მუტის თქმით, მან უბრალოდ "სწორი" ანტიოქსიდანტები დაუნიშნა. ორნელა მრავალი წელია ძალიან მკაცრად იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვებება სწორად და უარს ამბობს აბსოუტურად ყველა მავნე პროდუქტზე.

შეგახსენებთ, რომ ორნელა მუტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ დიდი სიამოვნებით ესტუმრება. 

„არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ქართული კულტურის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, უფრო კონკრეტულად - ცოტა რამ ვიცი. იმედია, უფრო ახლოს გავიცნობ ამ ლამაზ ქვეყანას, თავისი დიდებული ბუნებით, ძლიერი კულტურული და ოჯახური ტრადიციებით და, რაც მთავარია, ძლიერი სულის მქონე ხალხით. მაგრამ თავს მაინც გავიმართლებ და ვიტყვი, რომ მიყვარს ცნობილი ქართული სამზარეულო... სიამოვნებით მოვინახულებდი საქართველოს“, - ამბობდა იტალიელი მსახიობი.