ნახვებმა 26 მილიონს გადააჭარბა - „კეი-პოპ დემონებზე მონადირეები“ Netflix-ის ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმი გახდა

კეი-პოპ

Netflix-მა დაადასტურა, რომ „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ პლატფორმის ისტორიაში ყველაზე ყურებადი ორიგინალური ანიმაციური ფილმი გახდა. პრემიერიდან 6 კვირის განმავლობაში მისი ნახვების რაოდენობამ 26 მილიონს გადააჭარბა.

სურათი გამოსვლის შემდეგ არ ტოვებს Netflix-ის ტოპ-ათეულს. ამასთან, პოპულარობა მოიპოვა ფილმის საუნდტრეკმა. სიმღერები, რომლებსაც გმირები ასრულებენ Billboard-ისა და Spotify-ს ჩარტების სათავეში ჩადგა და BTS-ის რეკორდიც კი მოხსნა.

ფენტეზი მიუზიკლი „კეი-პოპ დემონებზე მონადირეები გოგონების ჯგუფზე Huntrix მოგვითხრობს, რომლებიც სიმღერით ადამიანებს დემონებისგან იცავენ და ბოიბენდ Saja Boys-თან დაპირისპირება უწევთ, რომლის წევრებიც სინამდვილეში დემონები არიან. ფილმის რეჟისორები მეგი კანგი და კრის აპელჰანსი არიან. პერსონაჟები ცნობილმა სამხრეთკორეელმა მსახიობებმა და მომღერლებმა გაახმოვანეს - არდენ ჩომ, ან ჰიო სოპმა, მეი ჰონგმა, ჯი იონ იუმ, კიმ იუნჯინმა, დენიელ დე კიმმა, კენ ჯონგმა, ლი ბიონჰონმა და სხვებმა.