1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კამერონ დიასი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კინოში დაბრუნდა - ამჯერად მსახიობი ჯეიმი ფოქსის ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას, რომლის გადაღებები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ფილმის სახელწოდებაა „დაბრუნება“ და მასში ჯეიმი ფოქსი თავად ასრულებს მთავარ როლს.
ეს გახლავთ დიასის დაბრუნება კინოს სამყაროში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ. 2018 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ კინოს ტოვებდა და დროს მეუღლესა და შვილს დაუთმობდა.
ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობაზე დიასი ფოქსმა დაითანხმა, რომელიც მისი დიდი ხნის მეგობარია.
ახალ ფოტოებზე მსახიობი ტყავის შარვალსა და ყავისფერ როლინგშია გამოწყობილი.