ჰოლივუდური სიყვარულის ყველაზე არაჰოლიდური ისტორია - წყვილი დღეს იუბილარია

მაიკლი და ქეთრინი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი იუბილარია. მაიკლ დუგლასს დღეს 79, ხოლო ქეთრინ ზეტა ჯონსს 54 წელი შეუსრულდა. 
 
ჰოლივუდური სიყვარულის  ყველაზე არაჰოლიდური ისტორია, რომელიც თითქმის 3 ათწლეულს ითვლის -ასე ახასიათებს ყველაზე ხშირად უცხოური მედია  წყვილის ურთიერთობას.  ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,  მაიკლმა და კეტრინმა საზოგადოებას არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ როდესაც საქმე რეალურ სიყვარულს ეხება, იქ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 
 
აღსანიშნავია, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ საქმიანი და ოჯახური ურთიერთობის დაბალანსებას, პრესასთან ურთიერთობასა და პირადი სივრცის შენარჩუნებას.
 
წყვილის გზები პირველად  1998 წელს დოველის კინოფესტივალზე გადაიკვეთა. მაშინ დუგლასი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, კეტრინი კი წარმატების პირველი ნაბიჯებით ტკბებოდა.  მაიკლს ის იმდენად მოეწონა, რომ მასთან მივიდა და ხმამაღლა გამოუცხადა, რომ ერთ დღესაც ის კეტრინის შვილების მამა გახდებოდა. ამ სიტყვებმა ზეტა ჯონსი თავიდან ისე გააღიზიანა, რომ დუგლას უთხრა : „შენზე ბევრი მსმენია და ჯობია ერთმანეთს დავემშვიდობოთო“. დანაშაულის გამოსასწორებლად დუგლასმა  კეტრინს მეორე დღეს ვარდები გაუგზავნა და მოუბოდიშა.  ასე დაიწყო მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა ჯონსის ლეგენდარული სიყვარულის ისტორია, რომელიც 2000 წელს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. 
 
ცოლ-ქმარს 2 საერთო შვილი - დილანი და ქერისი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბავშვების აღზრდა მათ ბერმუდის კუნძულებზე,  ჰოლივუდური ქაოსისგან  შორს გადაწყვიტეს.  როგორც მოგვიანებით  ქერისმა გაიხსენა,  დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, რომ ცნობილი მშობლების შვილი იყო, რადგან კუნძულზე ეს არავის ადარდებდა. 
 
მაიკლისა და კეტრინისთვის ყველაზე რთული 2010 წელი აღმოჩნდა, როდესაც დუგლასს ხორხის კიბოს  მეოთხე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.  მაშინ, უცხოური მედია წერდა, რომ ამ რთული პერიოდის გადალახვას წყვილი ვერ შეძლებდა. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. კეტრინი საყვარელ მეუღლეს გვერდიდან ერთი წუთითაც კი არ მოშორებია. საბოლოოდ კი 2 -წლიანმა დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დუგლასმა დაავადების დამარცხება შეძლო. 
 
ანალოგიურად მოიქცა მაიკლიც, როდესაც კეტრინ ზეტა ჯონსს მენტალური პრობლემები დაეწყო და ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.  ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ ბიპოლარული აშლილობის დროს ერთმანეთს ენაცვლება დეპრესიისა და უჩვეულოდ ამაღლებული განწყობის, იგივე მანიის  ეპიზოდები. 
 
ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ იყო - მათი ქორწინება კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დადგა.. ერთი პერიოდი წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილებაც კი მიიღო.. თუმცა, 8 თვიანი განშორების შემდეგ, მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა. 
 
გამოცემა „ფიფოლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაიკლმა და ქეთრინმა ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილეს, რომელიც გვინდა ჩვენს მაყურებელსაც ვუთხრათ. როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი ამბობს,  ურთიერთობის გადარჩენა ყოველთვისაა შესაძლებელი, მთავარია ორივეს უნდოეს ეს.  მათი თქმით, როდესაც პირველ სირთულეს შეხვდებით, ოჯახი მაშინვე სანაგვეზე არ უნდა მოისროლოთ, პრობლემები ყოველთვის იქნება, თუმცა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ და არ დათმოთ ის, რაც  თქვენთვის ასე ძვირფასია“. 

ასევე ნახეთ:

„უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა როგორ ხდება სხვა ადამიანი... არაფერი ვიცოდი და მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე...“ - ნანიკო ხაზარაძის ემოციური ეთერი

„სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა, ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა” – სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ