1746816115
ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ახალი ომის დაწყება გამორიცხა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ახალი სამხედრო ესკალაციის დაწყება გამორიცხა.
სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ყველა შიდა თუ გარე პროვოკაციის მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იქნება მშვიდობა.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში: სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც მშვიდობისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს, შეთანხმებულია და ხელმოწერას ელის, და ჩვენ ამ გზით წავალთ. ჩვენმა რეგიონმა მშვიდობასა და კეთილდღეობაში ცხოვრება დაიმსახურა, და ასეც იქნება. მიუხედავად ყველა შიდა თუ გარე პროვოკაციისა, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, იქნება მშვიდობა“, - დაწერა ფაშინიანმა.