მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

მაშველები

ქუთაისში, მდინარე რიონში მეორე დღეა, ახალგაზრდა 19 წლის გოგოს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

სამუშაოები გვიან ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო.