1746807085
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპი უახლოეს მომავალში პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს, – ამის შესახებ 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალ კვირას ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრა, ლევიტმა უპასუხა, რომ ეს არ მოხდება.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში მედია წერია, რომ აშშ-ს პრეზიდენტისა და ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, საუდის არაბეთში ან არაბთა
გაერთიანებული საამიროებში შეხვედრილიყვნენ. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ტრამპი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.
8 მაისს კრემლში განაცხადეს, რომ პუტინის ტრამპთან შეხვედრას “აუცილებლად” მიიჩნევენ, მაგრამ ის შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული.