VIDEO: ნინი ბრეგვაძის და მისი მწვრთნელის რეაქცია, როდესაც გამოაცხადეს, რომ ნახევარფინალშია
1701875142
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰიუ ჯეკმანი და მისი მეუღლე, ავსტრალიელი მსახიობი, დებორა-ლი ფერნესი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
„ერთად თითქმის სამი ათწლეული გავატარეთ და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბედნიერები ვიყავიყ. თუმცა, ახლა ჩვენი გზები იყოფა - გადავწყვიტეთ ერთმანეთს დავშორდეთ და ცხოვრება ცალ-ცალკე გავაგრძელოთ“,- ნათქვამი წყვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ჯეკმანი და ფერნესი ერთმანეთს 1995 წელს, სატელევიზიო შოუს, სახელწოდებით „კორელი“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ერთმანეთი პირველივე დანახვისთანავე მოეწონათ.. წყვილმა 1996 წელს იქორწინა. ჯეკმანსა და ფერმანს ორი შვილი - ოსკარი და ავა ჰყავთ...
აღსანიშნავია, რომ ჰიუ და დერობა ერთმანეთის მიმართ სიყვარულის საჯაროდ გამოხატვას არასდროს ერიდებოდა... 27 წლის იუბილე ჰიუ ჯეკმანმა სოციალურ ქსელში მეუღლეს ამ სიტყვებით მიულოცა:
„დებორა, ძალიან მიყვარხარ. ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა ჩვენი მშვენიერი ოჯახი. შენი თავი ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი ღმერთმა მაჩუქა“..
წყვილი პაპარაცებმა ერთად ბოლოს ივლისში - უიმბლდონის ტენისის ჩემპიონატზე დააფიქსირეს.
უცნობია რა გახდა მათი დაშორების მიზეზი...
ასევე ნახეთ:
ქართველი მხატვრის მოხატული ნატყვიარი კედლები უკრაინის ქუჩებიდან - შთამბეჭდავი ფოტოები