ქართველი მხატვრის მოხატული ნატყვიარი კედლები უკრაინის ქუჩებიდან - შთამბეჭდავი ფოტოები

ქართველი მხატვრის მოხატული ნატყვიარი კედლები

„შაჰიდის“ დრონებისა და ხანდახან რაკეტების გრუხუნის ფონზე, კიევსა და ირპენში, ქართველი აქტივისტი და მხატვარი, როსტო, ნაომარი ქალაქების კედლის მხატვრობით იყო დაკავებული...

ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს, რადგან უკრაინელები უკვე თავადაც ასე ცხოვრობენ - დრონების ფონზე მიდი-მოდიან, მუშაობენ, ერთობიან, ქმნიან, იბრძვიან...

თუმცა, საომარ ვითარებაში საქართველოდან უკრაინაში ჩასული მხატვრის აქტიურობა მაინც უკვირდათ - ქუჩაში ჩერდებოდნენ და გაოცებული, ღიმილით ეკითხებოდნენ - „კი მაგრამ, რას აკეთებთ?!.. - ვხატავ-მეთქი! - ვპასუხობდი... ზოგი გულიანად გაიცინებდა - ეხ, ვი, ველიკიე ხუდოჟნიკიო...

განსაკუთრებით ერთი გრაფიტის პერსონაჟს გამოვარჩევდით - უკრაინელი, უტეხი ბებო, რომელიც რუს ოკუპანტებს თუჯის ტაფით ხელში ხვდებოდა!..“.

ნახატები ნახეთ ამ ბმულზე