„ძალიან ბედნიერი ვარ შენით. ვიცოდი...“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეზე

ბუზალაძე

მომღერალი ნინი შერმადინი, ნუცა ბუზალაძის გულშემატკივარია. ამჯერად ის ნუცას top 12-ში მოხვედრას ეხმაურება: 

„ძალიან ბედნიერი ვარ შენით. ვიცოდი. დიახ ის საქართველოს სიამაყეა“,- წერს ნინი შერმადინი. 

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ის ჟიურის რჩეული გახდა.

შემდეგი ტური 30 აპრილს გაიმართება, სადაც ტოპ 10 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება.

7 მაისს - ტოპ 10-დან ტოპ 7 შეირჩევა.

14 მაისს - გამოვლინდება ტოპ 5.

American Idol-ის ფინალი 21 მაისს გაიმართება.