„ჩემმა გვარმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ჰგონიათ რომ სპეციალურად გადავირქვი” – ნანა სტამბოლიშვილი პირად ცხოვრებაზე

ნანა სტამბოლიშვილი

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი გვარის წარმოშობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნანუკა განმარტავს, მისმა გვარმა საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა, ბევრი წერდა, რომ სპეციალურად გადავირქვი, რადგან სტამბოლში ახლახან ჩამოვედი. ბევრი რამე მსმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან ჩემი ბაბუს დედა არის წარმოშობით თურქეთიდან. ძალიან რთული იყო ახალ რეალობაზე გადაწყობა, ახალი ენა, ახალი ქვეყანა. მართალია ჩამოდიან ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც შორს არიან”, – საუბრობს ნანა სტამბოლიშვილი.