„არ მჯერა, რომ ეს დავწერე“ - ქეთი მელუა მალე დედა გახდება

keti melua

ქეთი მელუა მალე დედა გახდება. მომღერალმა მორიგი ტურნეს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაამხილა, რომ ეს იქნება პირველი ტური, სადაც პატარასთან ერთად იმოგზაურებს.

„აი, ეს ჩვენ ვართ, გუნდი, რომელიც ამ ზაფხულს იმოგზაურებს. ეს იქნება ჩემი პირველი ტური ბავშვთან ერთად. არ მჯერა, რომ ეს დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის 6 ქალაქში, ვაპირებ ვიდეო დღიურის გაკეთებას”, – წერს ქეთი მელუა.