როგორი ოქტომბერი გველის საქართველოში - მომდევნო 1 თვის ამინდის პროგნოზი
1790278296
ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მას 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებს დახმარებისთვის მოზარდის დედამ მიმართა. როგორც ირკვევა, დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები ფაქტს გამორიცხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო.