VIDEO: ფიზიკური დაპირისპირება „ორ ნაბიჯში“ - მთვრალი უცხოელი თანამშრომლებს თავს დაესხა

2 ნაბიჯი - თავდასხმა

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაესხა თავს „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მთვრალი უცხოელი თანამშრომლებსა და სტუმრებს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მამაკაცმა მიიჩნია, მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მაღაზიის თანამშრომლების შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ დაზარალებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ და თავს კარგად გრძნობენ. კომპანია განმარტებას, ჯერჯერობით, არ აკეთებს.