ვარკეთილში, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა

სახანძრო

თბილისში, ვარკეთილში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბინაში, სავარაუდოდ, გაზქურა აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

✕