ვატო ყიფიანი და „კაწრო“ დააკავეს - რა არის ცნობილი ამ დროისთვის

კაწრო და ვატო ყიფიანი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ორივე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

✕