1762879000
თურქეთმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატი Akinci გამოგზავნა
თურქეთმა საქართველოში, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად, უპილოტო საფრენი აპარატი Akinci გამოგზავნა.
როგორც სააგენტო Apa-ს თურქული ბიურო იტყობინება, უპილოტო საფრენი აპარატი სამძებრო სამუშაოებს უახლოეს საათებში შეუერთდება.
ცნობისთვის, დრონი Akinci ასევე გამოიყენებოდა 2024 წელს ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისუსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











