შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ხევისუბნის, ჯაბიძის და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბზიანიძის, ჩანტლაძის, მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, ალექსიძის, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, ტყვარჩელის, კოსტავას, ფიზკულტურის და აფაქიძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.