ცნობილია, ვინ არის ბათუმში, ერთ-ერთ კაფე-ბართან მოკლული ახალგაზრდა

ნიკა

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 24 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„ბათუმში ჩხუბი მკვლელობით დასრულდა... გარდაიცვალა ნიკა თუთაშვილი, 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, გლოვობს ბათუმი...

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს, სიცოცხლე მინდა.... ვინც გიცნობდა, ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან მეგობრები.... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. 

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს 24 წლის ნიკა თუთაშვილის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.“- წერს შოთო სიხარულიძე.