სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა - დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა

სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა

უამინდობის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა. შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 6:00 საათზე მოხდა.

მეხი სოფლის ცენტრში ნაძვს დაეცა, რის გამოც დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამტვრეულმა ნაძვის ტოტებმა ახლოს მდებარე მაღაზიის მინები და სათამაშო აპარატები დააზიანა. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სოფლის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.