VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს.
ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.
საბოლოოდ, სპორტსმენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
ზვიადაური 2025 წლის 17 სექტემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
ჯერ კიდევ ნაფიცი მსსჯულების შერჩევის პროცესშია 2021 წელს მომხდარი მკვლელობის საქმე, სადაც ზვიადაური ბრალდებულია.
კოტრიკაძის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მომდევნო კვირისთვისაა გადადებული.საქმის განხილვა სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში დაიწყება.