შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. დილით ადრე, გასროლილი ბრმა ტყვია მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლის შენობის შუშის კედელს მოხვდა, რა დროსაც თანამშრომლები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით უცნობია რა იყო სროლის მიზეზი. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
„კურიერის“ ინფორმაციით, გასროლამდე ჩხუბის და ხმამაღალი შელაპარაკების ხმა ისმოდა, ჩხუბში სავარაუდოდ რამდენიმე პირი მონაწილეობდა. იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები.
იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.