პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე, ცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გოჩა კილაძის ცხედარი კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე 3 ოქტომბრის, დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„დაუჯერებელია შენი წასვლა ამ ქვეყნიდან, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მოზიარე ვარ სოფო კილაძე. უზომოდ ვწუხვარ ყველაფერში საუკეთესო, საამაყო ძმა გყავდა", - წერს გოჩა კილაძის ახლობელი სოციალურ ქსელში.