მძიმე ავარია რიკოთზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლიციის ლენტი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.