მძიმე ავარია რიკოთზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები
1783609874
„მამა ნაუმს როცა ვკითხე როგორ ხართ-მეთქი, ომახიანად მისი ხმით, რომელიც ყველას გახსოვთ, ასე მიპასუხა მადლობა უფალს ყველაფრისთვისო და მე დამლოცა და პირჯვარი გადმომსახა. შეეცადა არ მენახა მისი ნაღვლიანი სახე“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მრევლი ირმა ნატროშვილი წერს და სასიხარულო ამბავს გვიზიარებს:
„ახლა მამაო არის მის სახლში, სადაც მისი გაზრდილი ირაკლი - მისი ოჯახით ცხოვრობს. ირაკლის ოთხი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე მარი, მზრუნველობას არ აკლებენ მამაოს - რაც ეტყობა.
დღეს მამაო ამ მდგომარეობაში რომ არის დიდი მზრუნველობის შედეგია, რაშიც ყველა თქვენგანი ეხმარებოდით ფინანსურად. თქვენი ფინანსური დახმარება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი. ირაკლი ვერ მუშაობს, რადგან მამაოს ვერ ტოვებს, თან მამაო ბერია და ის მხოლოდ ირაკლის აძლევს უფლებას შეეხოს და მოუაროს.
ირაკლის ამ დიდ საზრუნავში თქვენი ჩვენი დახმარება სულ სჭირდება.
გთხოვთ როგორც შევძლებთ თვეში ერთხელ არ დაგვავიწყდეს მამა ნაუმი. მადლი არასოდეს იკარგება, რომელსაც მხოლოდ უფალი ხედავს.
აქ მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ: ერთხელ თბილისიდან ხეობაში წირვაზე ჩასულებმა, დიდი ტრაპეზის მერე ლია-ბარბარეს ხელმძღვანელობით, ცხელი ღომი ჩავუტანეთ ყინწვისში მამაოს.
ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა, ტაძართან რიგში ას ადამიანზე მეტი ელოდებოდა მამაოს. ჩვენ რომ მივედით ცხონებული მამა საბა შევიდა მამაოსთან და მოახსენა, რომ გარეთ ველოდებოდით დასაპურებლად - ცხელი ღომით რაც ძალიან უყვარს.
გამოვიდა მამაო მოსასალმებლად. ამ დროს მესმის იქ საშველად ამოსული ურწმუნო ადამიანის საუბარი, რომ ვიღაცეებისთვის გამოვიდა მე კი დილის 7 საათიდან აქ ვარო.
მამაო დილის 7 საათზე იწყებდა მიღებას შეუსვენებლად შრომობდა. ამ დროს ლია -ბარბარემ უსაყვედურა მამაოს, როგორ შეიძლება ტაძრიდან ჰაერზე გამოუსვლელად ამდენი იშრომოო.
მამაოს პასუხი იყო ასეთი: რაც მინდოდა გადმომეცა თქვენთვის: „ლია-ბარბარე, ნუ გეშინია, დიდხანს ვიცოცხლებ (90 მეტი თქვა, არ მახსოვს რა ციფრი თქვა, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო შეიძლება ვინმეს გაახსენდეს) მაგრამ იცოდე აქ იმდენი გაჭირვებული და შეჭირვებული მოდის, რომ არ დავეხმარო, მაგისთვის მომეთხოვებაო”.
ასე იცხოვრა სუფთად და პატიოსნად. ერთხელ დიდი ხნის წინ გავბედე და მის გასაგონად ვთქვი, როცა მამა ნაუმს იცნობ და ხედავ მის პატიოსნებას, როგორ შეიძლება არ ირწმუნო უფალი და პატივისცემით არ იყო ამ დიდი ადამიანის მიმართ-თქო .
ხშირად ხმამაღალი ჩხუბიანი იყო და სწორედ მაშინ ვუყვარდით ძალიან. ისეთი გულიანი დალოცვა იცოდა და ახლაც ყველას გლოცავთ რომ იცოდეთ. ადრე ხელის მოძრაობა უჭირდა, ახლა მარიმ მითხრა სულ პირჯვარს იწერსო. ესე იგი ლოცულობს და პირჯვარს იწერს მადლობს უფალს . უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს მამა ნაუმი“,- წერს ირმა ნატროშვილი.