ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

იმრახ ქაზუმოვი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმით გარდაცვლილი ახალგაზრდა 31 წლის იმრახ ქაზუმოვია.
ის კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის, ყარაჯალას მკვიდრია.

მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათ შორის, უფროსი 5 წლისაა.

უბედური შემთხვევა სოფელ უზუნთალაში გუშინ მოხდა. ქაზუმოვი ხელოსანი იყო, შემთხვევის დროს, ის ფარდულზე თუნუქს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო და დენმა დაარტყა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

✕