ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ვახო ხუციშვილი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა.

შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები ვახო ხუციშვილი მსუბუქი ავტომობილით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ხუციშვილი ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.