კუნძულ სიცილიაზე, ვულკან ეტნაზე ამოფრქვევის ინტენსივობა იზრდება

ეტნა

კუნძულ სიცილიაზე, ევროპის ყველაზე აქტიურ ვულკან ეტნაზე ამოფრქვევის ინტენსივობა იზრდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ეტნის აქტივობა იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა დაადასტურა.

ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული მცირე ბიძგების ინტენსივობამ პიკს 12 მაისს, ადგილობრივი დროით საღამოს 21:00 საათის შემდეგ მიაღწია და ამ დრომდე მაღალი რჩება.

სიცილიის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას ჯერ აგრძელებს.

ეტნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, თითქმის მუდმივი აქტივობით. მისი მნიშვნელოვანი ამოფრქვევა ბოლოს გასული წლის ნოემბერში მოხდა.