როგორ ავარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი

მარწყვი


მარწყვის სეზონი ძალაში შედის. ადგილობრივი კენკრა, როგორც წესი, გემოთი იმპორტირებულზე უკეთესია, რადგან მას მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, უცხოური მარწყვისგან განსხვავებით, რომელსაც უკეთესად ტრანსპორტირებისთვის უმწიფარი სახით კრეფენ. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად მოქმედებს გემოზე. თუმცა, შეძენისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ფერი, ფორმა, სუნი და გარეგნობა.

როგორი უნდა იყოს გემრიელი და მწიფე მარწყვი
მარწყვის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის „კუდს“. კენკრის ძირში ფოთლების მწვანე როზეტი მისი სიახლის მაჩვენებელია. დიდი ხნის განმავლობაში და არასწორად შენახვის შემთხვევაში, ის ჭკნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერებული კენკრაა.

იდეალური მარწყვი არის მშრალი, გლუვი ზედაპირის მქონე კენკრა, დაზიანების ან ლაქების ნიშნების გარეშე. არ უნდა იყიდოთ მარწყვი, რომელიც სველია ან, პირიქით, ძალიან მშრალად გამოიყურება, ასევე კენკრა ჩაღრმავებებით, ან ობის მქონე. მწიფე მარწყვს აქვს მდიდარი და ერთგვაროვანი ფერი. თუ კენკრას თეთრი ან მომწვანო უბნები აქვს, განსაკუთრებით წვერთან, სავარაუდოდ, ის ჯერ არ არის მწიფე და მჟავე იქნება.„ასევე, ყიდვამდე ღირს ხილის ფორმისა და ზომის დათვალიერება - დახლზე ყველა კენკრა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ერთი და იგივე კლასისაა და გაყიდვამდე რამდენჯერმე არ გადაურჩევიათ.