1747034530
ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.