იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.