შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1748457470
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აცხადებს, რომ ახლა ღაზაში „სრული ძალის“ გამოყენების დროა.
იტამარ ბენ-გვირმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირდაპირ მიმართა და უთხრა, რომ ახლა „აღარ არის მიზეზების პოვნის დრო“, რადგან „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უარყო.
„გაურკვევლობა, ქაოსი და სისუსტე უნდა დასრულდეს. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. დროა, შევიდეთ სრული ძალით, რათა გავანადგუროთ და მოვკლათ „ჰამასი“ ბოლომდე“, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ათი მძევალი და დააბრუნოს 18 გარდაცვლილის ნეშტი, ხოლო მეორე ეტაპზე ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელ ტყვეებს და დაიწყება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა კი „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ დაჯგუფება უარს იტყვის აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რადგან წინადადება არ აკმაყოფილებს მათ ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის ომის დასრულების მოთხოვნას.