ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

მიწისძვრა

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".