1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
შრი-ლანკაში, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ავარია კვირას დილით, ქალაქ კოტმალესთან, ცენტრალური შრი-ლანკის მთიან რეგიონში მოხდა. ავარიის დროს ავტობუსში 55 ადამიანი იმყოფებოდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებს აინტერესებთ, ავარია მძღოლის ბრალეულობით მოხდა თუ ავტობუსი ტექნიკურად იყო გაუმართავი.